No happy ending

This is the hardest story
that I have ever told.
No hope, or love, or glory
happy endings gone forever more …
ეს ნაწყვეტი ზუსტად მიესადაგება იმ ისტორიას და იმ გრძნობებს, რომლებსაც თავს ვერ ვაღწევ …

მინდა ძალიან, ძალიან გულწრფელი ვიყო… მზად ვარ ყველას მოვუყვე, ის რაც შემემთხვა და რაზეც ბევრს არ ვლაპარაკობ (ყოველ შემთხვევაში იმდენს არა, რამდენსაც ვფიქრობ). არამგონია მთავარი მოქმედი გმირი ოდესმე ამ ბლოგზე მოხვდეს. სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არც მინდა, იმიტომ რომ ვიცი რა რეაქციაც ექნება… მოკლედ, ყველაფერი გაზაფხულზე დაიწყო (როგორც ყოველთვის : )) ზუსტად 28 მარტს.
ერთერთ ფორუმზე, სადაც მაშინ “ვმოღვაწეობდი” ჩემთვის სრულიად უცნობმა user-მა დადო სურათი, რომელზედაც რამდენიმე snowboard იყო ჩამწკრივებული. მე ეს სურათი მანამდეც ნანახი მქონდა ჩემი მეგობრისგან, იმიტომ რომ მისი სნოუბორდიც იყო ამ სურათზე და ეს ფორუმზეც დავწერე.
ჰოდა, ნუ pm მომწერა, რამდენიმე დღის მერე skype-შიც დავიმატე და დაიწყო – ყოველდღე, რამდენიმე საათიანი საუბრები. ძალიან, ძალიან ბევრი საერთო გვქონდა (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეჩვენებოდა), რაც ყველაზე სასაცილოა, გვარიც კი : )) (მინდა ავღნიშნო, რომ ამაზე ჩემს ზოგიერთ მეგობარს სულაც არ გაცინებია. პირიქით, მას შემდეგ რაც ამ ადამიანის მიმართ გარკვეული გრძნობები გამიჩნდა, ერთერთმა მათგანმა ეს ყველაფერი ინცესტადაც კი შერაცხა, მარტო იმიტომ, რომ ვინ იცის რამდენი საუკუნის წინ შესაძლოა საერთო წინაპარი გვყოლოდა…). ნუ, ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ნათესავები არ ვიყავით (ეს ზუსტად ვიცი).
მოკლედ, იმას ვყვებოდი, რომ ნელნელა ძალიან შევეჩვიე ამ ადამიანს. სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ძალიან დავახლოებულიყავით და გავხსნილიყავით ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, ვჩხუბობდით კიდეც, ვიბუტებოდით, ვრიგდებოდით : )) მოკლედ, ძალიან უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. იმ პერიოდში რამდენიმეე დღით ტელეფონები გაითიშა და ინტერნეტში ვერ შევდიოდი. ის კი ფორუმზე ჩემს ნაცნობებს ეკითხებოდა ჩემს ამბებს. საბოლოოდ რომ დავბრუნდი, სავსე შეტყობინებების ყუთი და უამრავი offline მესიჯი დამხვდა.
მოკლედ, ვხვდებოდი, რომ ამ ადამიანს მივეჯაჭვე. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მისი სურათი ნანახი არ მქონდა. არვიცი რატომ, მაგრამ არ მოეპოვება სურათი სადაც სახე უჩანს. ზოგი მეუბნებოდა, ალბათ ძალიან მახინჯაიო, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. თითქოს მნიშვნელობა არ ქონდა. თან, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალოდ ვერ იქნებოდა შეუხედავი.
ერთ დღეს ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. მაშინ ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი, მოგეხსენებათ და, მასწავლებლიდან შინ ავტობუსით ვბრუნდებოდი. საერთოდ იმ დღეს ბევრი უცნაური დამთხვევა მოხდა. არ მოვიდა გოგო, რომლის მოსვლის შემთხვევაშიც აუცილებლად მარშუტკით წამოვიდოდი (იმიტომ რომ ერთი გზა გვქონდა და ერთად მგზავრობა გვერჩივნა). მოკლედ, მაინც დავდექი იქ, სადაც მარშუტკას უნდა ჩამოევლო, მაგრამ დავინახე რომ მოპირდაპირე მხარეს 88 ნომერი ავტობუსი მოვიდა, დაუფიქრებლად გადავჭერი ქუჩა და ავედი… თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ არცერთ ფანჯარასთან დასაჯდომი ადგილი თავისუფალი არ დამხვდა. ისევ ფეხზე დგომა ვარჩიე. ჰოდა, ნუცუბიძიდან ვაჟაზე რომ ჩაუხვია პროწივზე მომავალი მისი მანქანა შევნიშნე (სერია ვიცოდი). წამის მეასედში შევეცადე დამენახა (თანაც ჩემი ახლოსმხედველი თვალებით) და აღმექვა… ძალიან საყვარელი მომეჩვენა : ))
ჰო, ამ დღიდან რამდენიმე ხანში დაიწყო Tbilisi open air. მაგ დღეებში სკოლა დავამთავრე და მარტო 18ში მოვახერხე მისვლა (ბოლო დღეს), თვითონაც უნდოდა, მაგრამ ბიძამისმა თეატრის ბილეთები იყიდა და უარი ვერ უთხრა… ერთი სული ქონდა, სპექტაკლი როდის დამთავრდებოდა… სავარაუდოდ, არც უყურებდა. ვმესიჯობდით, წუთებს ვითვლიდით : ))
თერთმეტი ხდებოდა, რომ მომწერა გამოვედი და ძალიან მალე მოვალო…
დუგ-დუგ-დუგ… (ეს ჩემი გულის ხმებია) = D
ჰოდა, მოვიდა… ნუ, სადღაც 20-30 წუთი გავატარეთ ერთად, მერე უკვე გვიანი იყო. ფიზიკურადაც ძალიან მომეწონა… ჰოდა, იმ დღის შემდეგ დღისით თუ სკაიპში ვლაპარაკობდით, დაძინებამდე ვმესიჯობდით ხოლმე. რალიში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, უნდოდა რომ წავსულიყავი. მაგრამ ზუსტად არ იცოდა, ეს როდის მოხდებოდა. ისე კი შეხვედრაზე კრინტს არ ძრავდა, რაც ძალიან მაღიზიანებდა. ერთი სული მქონდა, მენახა. მოკლედ, ამის გამო ნერვები მეშლებოდა ხოლმე, სულ ვეუხეშებოდი. თვითონაც კაი სწერვაა. მოკლედ, “დავკბინეთ” ერთმანეთი და საბოლოოდ ვიჩხუბეთ კიდეც.
გავიდა ერთი დღე… 2, 3, 4, ბევრი დღე გავიდა… ვხედავდი, სკაიპში მწვანედ ანთებულ მის სახელს და ვერ ვიჯერებდი, რომ შემოსვლისთანავე არ მომწერა : ))
მერე, კიდევ რამდენიმე დღე გავიდა და აღარ შემოსულა… მივხვდი, დამბლოკა და მეც იგივე გავაკეთე.
გულს ვიმშვიდებდი, უბრალოდ შევეჩვიე და მალე გამივლისმეთქი, მაგრამ არაფერსაც არ გაუვლია…
თავს ძლივს ვერეოდი, რომ არ მიმეწერა. მეშინოდა, რომ ცუდად შემხვდებოდა ან საერთოდ პასუხს არ გამცემდა, მაგრამ ერთ დღეს (უფრო სწორად ღამეს) 18 აგვისტოს, დაქალმა მირჩია გადამედგა ეს ნაბიჯი და დავუმესიჯე.
კიდევ ერთხელ დუგ-დუგ-დუგ : ))
ჩვეულებრივად მიპასუხა, ცოტა გაკვირვებული იყო “ვა, შენ აქ საიდან”. ნუ, მოკლედ – ისევ skype და ურთიერთობაც ნელნელა აღდგა. ისე კარგად აღარ ვიყავით, როგორც ადრე, მაგრამ ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ისევ ვიჩხუბეთ. უფრო სწორად, კი არ ვიჩხუბეთ, მე მეწყინა რაღაც. ჰოდა, 3 კვირა ისე გავიდა, არ მიგვიწერია ერთმანეთისთვის. გუშინწინ დაბადების დღე მომილოცა. ისიც აინტერესებდა, რაზე ვიყავი გაბრაზებუყლი, მაგრამ იმ მომენტში არ მინდოდა მაგაზე ლაპარაკი. რაღაც სასიამოვნო შემოთავაზებაც მივიღე მისგან, მაგრამ გუშინ ისევ ვიკამათეთ. თვითონ ამას ძალიან მსუბუქად უყურებს, ყველაფერზე ღადაობს და ვერ ხვდება, რატომ ვვარდები…

მოკლედ, ისევ გაურკვევლობაა… არვიცი, მომწერს თუ არა.
ეს ისტორია, ალბათ, ბლოგის მკითხველებისთვის არც ისე საინტერესოა, მაგრამ მაინც მინდოდა დამეწერა. იქნებ ახლა მაინც გავთავისუფლდე (ნუ, ამ სიტყვების მე თვითონაც არ მჯერა)…

შენ კი, ან წადი, ან მოდი… : ))

პროტესტი

მე არანაირად არ ვაპირებდი ჩემს ბლოგზე ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე რამის დაწერას, მაგრამ ამ წუთას ჩემმა ძმამ youtube-ზე დადებული ლინკი მაჩვენა და ცუდად გავხდი, ოღონდ მართლა. ყველაზე საზარელი კადრებია, რაც მინახავს. ხალხი იცინის, ელოდებიან როგორ აფეთქდება მემორიალი და უცებ დიდი ქვა პირდაპირ მათკენ მოფრინავს. მერე უცებ წივილ-კივილი, სისხლის გუბე და ორი მომაკვდავი ადამიანი. რა თქმა უნდა, გამოვართვევინე. ძალიან ცუდად გავხდი.
ამ ფაქტის შესახებ გუშინწინ გავიგე კურიერიდან, თუმცა იმდენად ვიყავი სადაბადებისდღეო მზადებაში გართული, რომ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ პრეზიდენტმა ამის გამო თანამდებობიდან მოხსნა იმერეთის გუბერნატორი. უშუალოდ იმ კომპანიის მესვეურები კი, რომლებიც ამ აფეთქებას აწყობდნენ, პასუხისგებაში მისცეს (ნუ აქ შეიძლება ფაქტობრივი შეცდომა იყოს და ჯერ გამოძიება მიმდინარეობდეს, არვიცი ზუსტად)…
ასევე გუშინ წავიკითხე გაზეთ “ქრონიკაში” სტატია, სადაც ჟურნალისტი ახდენს გარდაცვლილთა ახლობლების სიტყვების ციტირებას, რომლებიც ამბობენ “რას ერჩოდა ეს მთავრობა ამ ოჯახს? რატომ გააუბედურეს? რატომ დაიდეს პატარა ბავშვის ცოდვა კისერზე?”

რა თქმა უნდა ვხვდები, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, შეიძლება არც ამ მემორიალის აღება იყო ძალიან კარგი იდეა, მაგრამ შეიძლება რომ ამაში ვინმე დავადანაშაულოთ??? ან გუბერნატორმა რა დააშავა? მაგ ლოგიკით რაც საქართველოში ტრაგედიები ხდება, პრეზიდენტი ყოველდღე უნდა იხსნებოდეს თანამდებობიდან…

ან გუბერნატორი რა შუაშია, ან მთავრობა :?

ღმერთმა გვაშოროს ასეთი ტრაგედიები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომლის თავიდან არიდებაც რა თქმა უნდა შეიძლებოდა, თუნდაც ეს ადამიანები აფეთქების მომენტში ასე ახლოს რომ არ ყოფილიყვნენ და გაერიდებინათ იმ ადგილიდან…
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ამ მთავრობას და საერთოდ ნებისმიერ ჩვენგანს ბევრი ცოდვა ქონდეს, მაგრამ არ შეიძლება რაღაც კონკრეტული შეხედულებებისა და, კიდევ უფრო უარესი, მიზნების მისაღწევად, ადამიანების სიკვდილით ვისპეკულიროთ…

პ.ს: არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ვგულისხმობ ჟურნალისტს. გამწარებულ ადამიანს შეიძლება მართლაც ეთქვა, რომ ამ მთავრობამ დაღუპა ეს ოჯახიო, მაგრამ ამის დაწერა და გარკვეულწილად დათანხმებაც, მე ვფიქრობ სერიოზული ჟურნალისტური შეცდომაა.

დაბდღის ქრონიკები = ))

მოგეხსენებათ, გუშინ დაბადების დღე მქონდა და სტუმრებსაც ველოდებოდი.
დილიდან გავშალეთ სუფრა და 4 საათისთვის პირველი მერცხლებიც გამოჩნდნენ. ნელნელა სხვებიც შემოგვემატნენ თქვენთვის ეს სახელები ალბათ არაფრისმთქმელია, მაგრამ მაინც მინდა, რომ ჩამოვთვალო: ნათია, ლაშა, თაკო, ნინო, ლიზი, ირაკლი, ნინიკო, თეკო, აჩი, ქეთი, მარიკა, ირმა, გვანცა, ნუცა და თქვენი მონა-მორჩილი – მე. (ჩემს ძმას და მამიდაშვილის შვილს არ ვთვლი).
ნუ, მოკლედ, რომ დავსხედით მშობლები გავისტუმრე და მთელი სახლი ჩვენს განკარგულებაში იყო.
ჯერ ტრადიციულად სადღეგრძელოებით დავიწყეთ (ჩემი “სიმღერის” ფონზე), მერე დაგრადუსდნენ, გიტარაც მოიმარჯვეს (არადა რომ გეკითხა ირაკლის ხელი ქონდა გაჭრილი, აჩი “მეე, არა მე დრამზე ვუკრავ მარტო”, გვანცა “არვიცი დაკვრაა”) და უკვე ყველანი ვმღეროდით…
ასე, მხიარულებასა და სიცილში გავიდა რამდენიმე საათი. ტელეფონი, რა თქმა უნდა, ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა და მეც ნაცნობ-უცნობისაგან სიხარულით ვიღებდი მილოცვებს. ჰოდა, მორიგმა ზარმა მოლოცვასთან ერთად შემატყობინა, რომ კარები გამეღო. გავედი და იქ კალათა დამხვდა, რომელშიც გაბანტული სტაფილო იდო. ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე დამცინოდნენ, მაგრამ როცა კალათაში წერილიც ვნახე” სკუპის სტაფილო უყვარს და აჭამეო” მივხვდი კალატაზე გადაფარებული ნაჭრის ქვეშ რაღაც, უფრო სწორად კი, კურდღელი უნდა მჯდარიყო…
მოკლედ, პატარა ბაჭიამ ყველა ძალიან გაგვამხიარულა, მაგრამ მე ვნერვიულობ კიდეც. ყუთში მყავს გამომწყვდეული, ხანდახან ისე ფართხალებს, გული მისკდება… ძალიან მეშინია არ მომიკვდეს. თან + ერთი უსიამოვნო მომენტი – როცა გარეთ ვუშვებ, სულ ცურცლავს : D : D
ძალიან საყვარელია, მაგრამ ალბათ არ დავიტოვებ… არც ვიცი სად წავიყვანო, რომ გავუშვა ტყეში არც ვიცი იცოცხლებს თუ არა, თან ეხლა ზამთარია და გაიყინება… იმ ბიჭისაც მიტყდება, ვინც მაჩუქა. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვერ მოვუვლი კარგად და მერე მაგაზე დარდი გადამიყოლებს.
ჰო, მოკლედ გავაგრძელოთ. 11საათიდან სტუმრებმა წასვლა დაიწყეს. ბოლოს მე, ნუცა და ირმა დავრჩით (ნუცა მეზობელია, ირმა კიდევ ჩემთან რჩებოდა ღამით). ჩემი ძმის ძმაკაცები შემოვიდნენ ცოტა ხნით და 12 საათისთვის მშობლებიც დაბრუნდნენ. ავალაგეთ სუფრა, კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ საჩუქრები, გავაცილეთ ნუცა და დავწექით…
გვიან დავიძინეთ და არც ადრე გაღვიძების პერსპექტივა გვხიბლავდა დიდად, მაგრამ გვანცა დაგვადგა 11 საათზე.
მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საყვარელი მეგობრები ერთად შEვკრიბე. მათ გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ხოლმე <3 <3 <3

HaPPy BirThDaY To Me ! = ))

და აი ისიც…
18 წლის ვარ !!!
დრო არ მაქვს, რომ ბევრი დავწერო.
უბრალოდ, ვულოცავ ჩემს თავს დაბიდუბის და ვუსურვებ ძალიან, ძალიან საინტერესო ცხოვრებას !!!

p.s: ამინდი ნახეთ <3 …

sweet seventeen

დღეს ბოლოჯერ ვარ 17 წლის : )
ვერ ვიტყვი, რომ ასაკის მატებას განვიცდი, მაგრამ რატომღაც მაინც სევდა მომერია… ვიცი ხვალ ძალიან გავერთობი, ალბათ ერთი წუთითაც არ მოვიწყენ, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირადაა.
ჩემთვის ახალი წელი სწორედ ხვალიდან იწყება (მითუმეტეს რომ ეს 2 თარიღი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან). რა თქმა უნდა, ბევრ სიახლეს ველი (რაც ძალიან, ძალიან მჭირდება).
2009 წელი, ვთვლი რომ, ჩემთვის კარგი წელი იყო. ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა.მოკლედ შევაჯამებ:
ვიყავი აბიტურიენტი, თანაც არც ისე დატვირთული. გაკვეთილებზე წასვლა მიხაროდა, რადგან რამდენიმე კარგი ბავშვი გავიცანი, მასწავლებლებშიც გამიმართლა და სწავლის გარდა, ვერთობოდით კიდეც.
ძალიან კარგი იყო ბოლო ზარის და ბანკეტის სამზადისიც. ამ დროს ჩვენი კუტოკებად დაყოფილი კლასი თითქოს დამეგობრდა და გაერთიანდა. მოკლედ, სკოლა დავამთავრე და ერთიანი ეროვნული გამოცდების დროც დადგა. მათ მეტნაკლებად წარმატებით ჩაიარეს. და დაიწყო ზაფხული, რომელიც მართლაც კარგად გავატარე. ჯერ კოჯორში, მერე ქობულეთში და ბოლოს სოფელში. ჰო, ნუ დადგა სექტემბერიც და უნივერსტეტი დაიწყო : )) აქაც შევიძინე ახალი ნაცნობები, გავხდი თეატრალური დასის წევრი და შევუდექი სტუდენტურ ცხოვრებას : ))
ნუ, ეს ყველაფერი ძალიან მშრალად დავწერე, მაგრამ არაუშავს = D

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქაც ბევრი რამ მოხდა. 2009 წელი რომ დაიწყო ჯერ კიდევ ჩემს ბოლო შეყვარებულს “მივტიროდი”, მაგრამ მოულოდნელად სხვა გამოჩნდა… უფრო სწორად, სხვა კი არა ჩემი პირველი სიყვარული. თებერვალშიც და სულ რაღაც ერთი თვის წინაც გვქონდა ურთიერთობის აღდგენის მცდელობა, მაგრამ მივხვდი, რომ ჯობდა ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო…
ნუ, ამის პარარელურად იყო უამრავი საფლირტაო ობიექტი, მაგრამ ერთი განსაკუთრებული ადამიანიც გამოჩნდა… არც ვიცი ის ამ წლის შავი ლაქაა თუ პირიქით. ძალიან გამაწვალა მასთან ურთიერთობამ, მაგრამ ბევრი კარგი წუთიც იყო და, რაც ყველაზე უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე აღარაფერი ხდება, მაინც მგონია, სადღაც გადაიკვეთება ჩვენი გზები…
არ მინდა მასზე ბევრი ვილაპარაკო, თან ამ პოსტში. ოდესმე შეიძლება უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ მის შესახებ…

დღეს როგორი მოწყენილი დღეა… თითქოს ისიც ბოლოჯერააო 17 წლის : (

უბრალოდ ც უ დ ა დ !!!

ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი უცბად… უცბად რა, 5 წუთის წინ ძალიან, როგორ ვთქვა, ჩემთვის უსიამოვნო რაღაც ვნახე.
პრინციპში პირველად არ ხდება ასე და არც არავის ბრალი არაა, ჩემ გარდა.
ვერაფრით გავიზარდე. ვერ მოვიშორე ეს ადამიანებზე მიჯაჭვულობა…და ყველაზე ცუდი ისაა, რომ არც ვიცი როგორ მოვიქცე.

ღმერთო, რატომ ვარ ასეთი სულელი…

“ოდნოები” = ))

მაშინ hi5 ჯერ კიდევ ჰაიFაივობდა = )))) და მეც მისი აქტიური მომხმარებელი ვიყავი, მაგრამ ნელნელა ხალხი სადღაც გაიკრიფა და თუ ადრე დღეში 4-5 ვიზიტორი მაინც მყავდა, ბოლოს კვირა ისე გავიდოდა 1 ადამიანიც არ დაათვალიერებდა ხოლმე ჩემს პროფილს…
ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ არსებობდა ე.წ. ოდნოები და, ციტირებას ვახდენ “ყველა იქ იყო”… სიმართლე გითხრათ, არვიცი რა სიუჟეტი გააკეთა ინგა გრიგოლიამ ამ საიტზე, მაგრამ ფაქტია რომ odnoklassniki.ru-ზე ბევრი ქართველი მომხმარებელი დარეგისტრირდა და მათ შორის – მეც.
რამდენიმე ხნის შემდეგ ის ფასიანი გახდა: დარეგისტრირება, ათზე მეტი სურათის დამატება და ახალი სმაილები. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ღირს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ საიტს უაზრო სმაილების გამოყენების გარეშედაც მშვენივრად მოვიხმარ…
მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ მას შემდეგ, რაც ადნაკლასნიკზე ფასიანი სერვისები გამოჩნდა, ერთერთ ქართულ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოუწოდებდა ქართველ ინტერნეტმომხმარებლებს არ გაემდიდრებინათ რუსეთის ბიუჯეტი და ადნაკლასნიკებიდან facebook-ზე გადაენაცვლათ, რადგან ის უფასო იყო და, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კიდევ რაღაც-რაღაც ღირსებებიც ქონდა: ))
ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ საკუთარი აზრი დავაფიქსირო: მე, ადამიანი, რომელიც odnoklassniki.ru-ზე დავრეგისტრირდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის უფასო იყო, მას დღემდე დანახარჯების გარეშე მოვიხმარ და ჩემთვის ის ჩვეულებრივი სოციალური საიტია, სადაც ისევე დაათვალიერებ ან დაეკონტაქტები ნებისმიერ წევრს, როგორც ამას სხვაგან (თუნდაც facebook-ზე) მოახერხებ.
ამას რომ თავი დავანებოთ, ბოლო დროს პირად საუბრებშიც და ფორუმებზეც ხშირად ვაწყდები ადნაკლასნიკებისადმი განსაკუთრებით უარყოფით, ირონიულ დამოკიდებულებას. იქნებ მე ვერ ვხვდები და თქვენ ამიხსნათ, რატომ გამოარჩევენ მას სხვა საიტებისგან? რატომ არის facebook უფრო მიღებული და პრესტიჟული?

პოსტის ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი განსაკუთრებული სიმპათია არ მაქვს ამ საიტის მიმართ. პირიქით, რამდენიმე ხნის წინ header-ად გამოჩენილმა ფრაზამ “ჩვენ ვეხმარებით ქართულ ბიზნესს” ძალიან გამაღიზიანა. ეს მართლაც პოლიტიკურ განცხადებას გავდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება პოლიტიკად ვაქციოთ ყველაფერი???

თუ განსხვავებული აზრი გაქვთ ( და დარწმუნებული ვარ 10დან 9 შემთხვევაში ასეც იქნება) დატოვეთ კომენტარი.
სიამოვნებით წავიკითხავ.

პ.ს.: რომელიმე შემდეგ პოსტს facebook-ს მივუძღვნი = D

December’s girls <3<3<3

აუუ, ძალიან, ძალიან კარგი დღე იყოო …
მოკლედ 13 დეკემბერს არის ცემი 2 მეგობრის, ნუცას და ნინიკოს დაბადების დღეები. ნინიკომ გადაიხადა და დილიდან უნდა ავსულიყავით მუხათწყაროში, ნუცასთან კიდე რომ ჩამოვიდოდი, მერე უნდა ამერბინა, მაგრამ გადავწყვიტე დილით სურპრიზი მომეწყო. ვიყიდე ბუშტები, მოვიმარჯვე მისი საჩუქარი და 11ის ნახევარზე მის კარებთან ავიტუზე. ვრეკავ: “ნუც, რას შვები, გღვიძავს? “
“კი”, “კაი, მაშინ კარი გამიღეე” და უცბად “თამთ, არ ვარ სახლში, ჩექმების საყიდლად ვარ” : ))) მოკლედ, სურპრიზი ჩამეშალა ! საჩუქარი და ბუშტები ნუცას და-ძმას დავუტოვე და გავეშურე ვაჟაზე, სადაც ნინიკო და ირაკლი დამხვდნენ. ცოტა ხანში დანარჩენი ბავშვებიც მოვიდნენ და ავედით მუხათწყაროში.
ძალიან, ძალიან კარგი ამინდი იყო, ადრეული შემოდგომის… გარეთ ისე თბილოდააა <3 უბრალოდ, ალაგ-ალაგ თოვლი იდო… ჰოდა, მოკლედ ძალიან კარგად გავერტეთ, გიტარაზე უკრავდნენ, ვმრეროდით, ბევრი სურათიც გადავირეთ, დავლიეთ და მოკლედ, ბოლომდე გავატრაკეთ : ))
ნინიკოს და ირაკლის რომ ვუყურებ, გულს და თვალს უხარია, რა… ძალიან უხდებიან ერთმანეთს, სითბოს, სიყვარულს და დადებით ენერგიას ასხივებენ.
8 საათისთვის მე, კიდევ 3 გოგო და ერთერთის შეყვარებული დავადექით თბილისის გზას, დანარჩენები დარჩნენ… ჩვენც ძალიან გვინდოდა, მაგრამ ხვალ კოლოკვიუმები გვაქვს და ვერ მოვახერხეთ…
ნუ, გზაში კინაღამ დავიკარგეთ. ირაკლის ვურეკვდით და ის ტელეფონით გვიხსნიდა გზას, ბოლოს თბილისისკენ მიმავალ მანქანას გადავეყარეთ და იმას გამოვყევით. საბოლოოდ, როგორც ხვდებით, ჩამოვაღწიეთ : )) თუმცა, პირადად მე, ჩემი სული და გული მუხათწყაროში დავტოვე…
ჰო, მერე ცოტა ხნით ნუცასთანაც ავირბინე და ძალიან გემრიელი შოკოლადის ტორტი შევახრამუნე : )) ჩემი სიმწრით გაბერილი ბუშტები ნუცს გახეთქილი დახვედრია : D არადა, მთელი ჩემი სასუნთქი ორგანოების ძალისხმევა დავახარჯე ამ ამბავს : ))
არაუშავს, ამ მშვენიერი დღისთვის ღირდა ცოტაოდენი ნახშიროჟანგის გაღება : )
ხვალ კიდევ ერთი დაქალის დაბდღეა, 20ში ჩემი, მერე ახალი წელიც მოვ და მოკლედ დეკემბერი გრიალში გავატარე, რაა <3
იმიტომაც ( და არამარტო)მიყვარს ეს თვე : X

p.s. : December's girls : irma, niniko, nuca, nino, me … : ))

GooDauReee <3

wish list გუდაურისთვის

1. ახალი კომბინიზონი

2. სათხილამურო კურტკა

3. სათვალე

4. ხელთათმანები

5. სათხილამურო წინდები

და ჯერჯერობით ფანტასტიკის სფერო:
6. ბატინკები

7. თხილამური + ჯოხები

how to make my life fuckin’ fantastic …

ზაფხულში, როცა გავიგე, რომ სტუდენტი გავხდი, გავიფიქრე: მორჩა, დაესვა წერტილი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას!!!
და ის, რაც პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მრავალფეროვნებად მეჩვენებოდა, ახლა ისევ მომაბეზრებელ რუტინად იქცა… არ ვიცი, რა გავაკეთო. ხანდახან მგონია, რაც არ უნდა წამოვიწყო ჩემი ცხოვრების გასალამაზებლად, ყველაფერი მომბეზრდება, იმიტომ რომ ის თავიდან იქნება ახალი და უჩვეულო, მერე კი ყოველდღიურ სახეს მიიღებს და ისევ გამიჩნდება კითხვა: რა ვაკეთო?
შეიძლება ასეცაა საჭირო : ადამიანი სულ ძიებაში უნდა იყოს, მაგრამ მე რას ვაკეთებ? პრინციპში, არც არაფერს… მართალია, ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს და მათთან გატარებული საათები თუ დღეები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც, აახალი არაფერი ხდება…
მოკლედ, თვითონ არვიცი რა მინდა : )) ჰოდა, თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი განცდა თუ პრობლემა თუ რაც გინდათ ის დაარქვით, და გამოსავალი გიპოვიათ, მეც გამიზიარეთ : ))